00:57 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-02 17:14:29, 726 ნახვა

მსოფლიო
კრემლი იმედოვნებს, რომ ევროპული დიპლომატია რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალს ნავალნის არ დაუკავშირებს

კრემლი იმედოვნებს, რომ ევროპელი დიპლომატია არ ჩაიდენს სისულელეს და რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალს, ალექსეი ნავალნის არ დაუკავშირებს, - აღნიშნულის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ ასეთ სისულელეს, როგორიცაა რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების პატიმრის საქმესთან დაკავშირება, არ ჩაიდენენ", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ამასთანავე, პესკოვმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მოსკოვში ელოდებიან ჟოზეფ ბორელთან შეხვედრას და აღნიშნა, რომ მოსკოვი ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზებით არის დაინტერესებული.

„ურთიერთობა რუსეთსა და ევროკავშირს შორის – ეს ის ურთიერთობაა, რომელიც სრულიად დაუმსახურებლად და გაუმართლებლად ამჟამად გაყინვის ეტაპზე იმყოფება. რა თქმა უნდა, მოსკოვი დაინტერესებულია იმით, რომ ურთიერთობა ნორმალიზებული გახდეს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ“, - დასძინა დიმიტრი პესკოვმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics