2021-02-02 17:11:03, 519 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან მიმართებაში კი გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.3072 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.3048 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.9805 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.9909 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0104 ლარი შეადგინა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან