00:21 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 11:27:56, 312 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფორმატში აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრას სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაიკი, ესპანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანა პალასიო, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა ასევე იყო  ევროპის უსაფრთხოება ენეგრეტიკის სფეროში.

აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი. რომ ქვეყანას აქვს  კარგი გამოცდილება ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში პროექტების განხორციელებაში.

 „საუბარი შეეხო  სამხრეთის კორიდორის პროექტების თემას და  ევროკავშირის და შეერთებული შტატების სერიოზულ  ინტერესს. გაჟღერდა, რომ აუცილებელია ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გააძლიერონ იმ ქვეყნების დახმარება, რომელთაც თავიანთი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ განაცხადეს. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება, საქართველოზე, როგორც წარმატებულ რეფორმატორ ქვეყანაზე, რომელმაც გარკვეული სირთულეების მიუხედავად ეს არჩევანი ღიად დააფიქსირა“, -აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

ბერუჩაშვილის თქმით, საჭიროა კონსენსუსი ისეთ თემებზე, როგორიცაა ვიზა ლიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულების სრულფასოვანი რატიფიკაცია და კონკრეტული გეგმის ჩამოყალიბება, როგორ უნდა დაეხმაროს ევროპა იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორები არიან.

 „საუბარი იყო კონკრეტულ მხარდჭერასა და შედეგებზე, რაც ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასთან არის დაკავშირებული. აღინიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დაასრულა ვიზა-ლიბერალიზაციის პირველი ფაზა. შეხვედრაზე გაიჟღერა გზავნილმა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას და აგრძელებენ რეფორმებს, უნდა მიიღონ მაქსიმალური მხარდაჭერა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან.  მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა ყველა ამ მიმართულებით გამოხატა თავისი მხარდაჭერა. გაგრძელდება შეხვედრები როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე  კონგრესში და მე იმედი მაქვს რომ საქართველო მიიღებს მხარდაჭერისა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორის აშშ-ს მხრიდან“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics