|
2015-01-30 10:35:21, 402 ნახვა
სამართალი
Human Rights Watch: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე შეშფოთება კვლავ აქტუალური გახდა, როცა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დააკავეს
საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2015 წლის მსოფლიო ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეცაა საუბარი. ანგარიშში სხვა ფაქტებთან ერთად საუბარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, დავით ბაქრაძისა და მისი მეუღლის დაკითხვასთან დაკითხვაზე, გიგი უგულავას და დაკავებასა და თავდაცვის სამინსიტროში განვითარებულ მოვლენებზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე შეშფოთება კვლავ აქტუალური გახდა მასინ , როცა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დააკავეს. "თავდაპირველად პროკურატურამ არ უზრუნველყო დაცვის მხარის ადვოკატების სრული წვდომა მტკიცებულებებზე იმ მოტივით, რომ მათ შორის საიდუმლო დოკუმენტები იყო, რითაც შეილახა ეფექტიანი დაცვის განხორციელების უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ ანგარიშის მომზადების დროს, დაცვის მხარეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა წვდომა მტკიცებულებებზე. ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული", - ნათქვამია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)