03:25 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 17:10:59, 770 ნახვა

სამართალი
ქობულეთში ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლაშა გ. ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით, ქობულეთში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, საღამოს, ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირიდან „ფორდის“ მარკის ავტომობილი გაიტაცა.

"დაახლოებით ასი მეტრის გავლის შემდეგ, ბრალდებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდგარ ავტომანქანას შეეჯახა, გატაცებული ავტომობილი მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ლაშა გ. მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics