13:27 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-05 14:29:33, 397 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე: ბიუჯეტი მხოლოდ ფურცელზე შესრულდა

„ბიუჯეტი მხოლოდ ფურცელზე შესრულდა“, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას.
მისივე თქმით, ბოლო 2 თვეში მთავრობამ მხოლოდ საგარეო ვალის აღება შეძლო, რომელიც წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მოხმარებოდა.
 „თუმცა, ამ პროექტების განხორციელება ხელისუფლებას სავარაუდოდ მომავალი წლის გაზაფხულიდან მოუწევს“, – დასძინა ჯაფარიძემ.
დეპუტატის განცხადებით, 2015 წელს დაგეგმილი პროექტების განხორციელება მიმდინარე წელს ვეღარ მოესწრება, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.
„ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე შესრულდა. რეალურად მოხდა ისე, რომ ბოლო 2 თვეში მთავრობამ შეძლო და აიღო საგარეო ვალი, რომელიც წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მოხმარებოდა.  ამ პროექტების განხორციელება ხელისუფლებას სავარაუდოდ  მომავალი წლის გაზაფხულიდან  მოუწევს. შესაბამისად, სხვა პროექტები,  რაც 2015 წელს იყო დაგეგმილი  ვეღარ მოესწრება, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობა ისევ არაეფექტურად მუშაობს. ეს რა თქმა უნდა ეკონომიკურ ზრდასაც „დაარტყავს“. 2014 წელს დაგეგმილი 5% ვერ შესრულდა, სავარაუდოდ 5% ვერც 2015 წელს შესრულდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2014 წელს ბიუჯეტის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. უწყების ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით,  სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 9 120,9 მლნ ლარი შეადგინა,  რაც გეგმის - 9 105 მლნ ლარის 100,2%-ია.
„ გეგმა გადაჭარბებულია 15,9 მლნ ლარით“, – აცხადებენ სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა
პაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან
თევზეული 21.2%-ით, ხილი 13.4%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 4.3%-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics