|
2015-10-02 12:45:57, 549 ნახვა
პოლიტიკა
ფანჯიკიძე "რუსთავი 2"-ზე: ასეთი მსხვილი ამბები ხელისუფლების ნებართვის გარეშე არ ხდება
"ხელისუფლება დაინტერესებულია, არჩევნების წელს ტელევიზიაში პოლიტიკაზე ნაკლები ლაპარაკი იყოს ",- ასე აფასებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე "რუსთავი2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. როგორც ფანჯიკიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, სახეზეა სატელევიზო სივრციდან პოლიტიკური თემატიკის განდევნა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართული აქცია. მაია ფანჯიკიძის მოსაზრებით, "რუსთავი2" -ის უკან რა იურიდიული საკითხებიც არ უნდა იდგეს, ხელისუფლებამ ამ მედიასაშუალების არსებობა უნდა უზრუნველყოს. "მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ნებართვის გარეშე, ასეთი მსხვილი ამბები ამ ქვეყანაში არ ხდება. ჩემთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რა იურიდიული საკითხები დგას ამის უკან და რა ფინანსური საკითხები გაირჩევა ყოფილ, ძველ, მომავალ და ა.შ. მფლობელებს შორის. მთავარია ერთი, რომ "რუსთავი2" არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სატელევიზიო სივრცე, რომელიც არ უნდა დაიხუროს, რადგან ხალხს უნა ჰქონდეს საშუალება, მომავალ არჩევნებში ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს და როდესაც ეს ემთხვევა იმ ტენდენციას, რომელიც ვითრდება სხვა არხებზეც, სადაც იხურება პოლიტიკური თოქშოუები და ფაქტობრივად, ხდება პოლიტიკური თემატიკის განდევნა სატელევიზო სივრციდან, შეგახსენებთ იმედს, პირველ არხს და ა.შ. მაშინ, რასაკვირველია, ამ კონტექსტში ეს აღიქმება, როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართული აქცია. არჩევა-გამორჩევას, სასამართლოს და ა.შ. არ უნდა შეეწიროს მაუწყებლობა ამ ტელეკომპანიის. მიუხედავად იმისა, მოგვწონს იგი, თუ არა, ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ ამ მედიასაშუალებამ იარსებოს. ყველაფერი დანარჩენი არის გასაკეთებელი ისე, რომ ეს არ შეეხოს ამ მთავარ ამოცანას. შეიძლება ვთქვათ, რომ არჩევნების წინ არის ხელისუფების მიერ მცდელობა, პოლიტიკური თემა გაქრეს მედიასივრციდან. ამის დამადასტურებელია იმედზე ძალიან პოპულარული შოუების დახურვა, პირველ არხზე ჯერ კიდევ გაურკვეველი სიტუაცია იქნება, თუ არ იქნება პოლიტიკური თოქშოუ, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის და ამ ვითარებას დამატებული ის, რაც ვითარდება "რუსთავი2"-ში, მაძლევს სრულ უფლებას ვიფიქრო, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია, არჩევნების წელს ტელევიზიაში ნაკლები ლაპარაკი იყოს პოლიტიკაზე" - განუცხადა ექს საგარეო საქმეთა მინისტრმა "ექსპრესნიუსს". შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის შემდეგ სასამართლომ მის მფლობელობაში მყოფი კომპანია, 51 % წილის მფლობელი შპს „საქართველოც“ დააყადაღა. გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, "რუსთავი2" დღეს დახურვის წინაშეა ისე, როგორც არასდროს. გვარამია საზოგადოებას დახმრებას სთხოვს. მითითებულ ანგარიშზე - : GE09TB1100000018467864 მოსახლეობას ტელეკომპანიის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეუძლია.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)