2021-01-19 14:43:28, 614 ნახვა
მსოფლიო
არგენტინაში 6.8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
არგენტინაში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა, შემთხვევას არ მოყოლია ნგრევაც.
გამოცემის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხუანის პროვინციის სამხრეთით 40 კმ-ში დაფიქსირდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან