2021-01-18 21:29:55, 583 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტი ალექსეი ნავალნის საკითხზე 19 იანვარს იმსჯელებს
ევროპარლამენტი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის რუსეთში დაკავების საკითხზე 19 იანვარს იმსჯელებს.
აღნიშნულის შესახებ „ტვიტერის“ პირად გვერდზე რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ ჟოზვიაკი წერს.
„ევროპარლამენტმა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დაამატა დებატების კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ალექსეი ნავალნის საქმეს უკავშირდება. რეზოლუციას თემაზე, სავარაუდოდ, ხუთშაბათს უყრის კენჭს", - წერს რიკარდ ჟოზვიაკი.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც ქვეყანაში გუშინ ჩავიდა აეროპორტშივე დააკავეს და დღეს მას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,