00:26 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 12:12:36, 549 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი SACT-ის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიას დაესწრო

ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სარდლობის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით ვირჯინიის შტატში, სარდლობის შტაბ-ბინაში ნორფოლკში გაიმართა. გენერალი ჟან-პოლ პალომეროსი აღნიშნულ თანამდებობაზე ფრანგმა გენერალმა დენის მერსიემ ჩაანაცვლა.

ნატოს გაერთიანებული სარდლობის ყოფილი მეთაურის, გენერალ ჟან-პოლ პალომეროსის პირადი მოწვევით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, მის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ პეტრ პაველთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გენერალ ჟან-პოლ პალომეროსს მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ გადასცა. ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ ძალების ყოფილმა სარდალმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის, ნატოს „გონივრული თავდაცვის“ („Smart Defence”) ინიციატივის ფორმატში, ინდივიდუალური სწავლების და განათლების პროგრამის შემუშავება-განვითარების და საქართველოს შეიარაღებული ძალების კოალიციური ძალების ქვედანაყოფებთან თავსებადობის ამაღლების პროცესში შეტანილი დიდი წვლილისთვის მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics