19:27 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 17:49:01, 787 ნახვა

სამართალი
სუს-ის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მომდევნო ე.წ. სასამართლო პროცესი 25 იანვარს გაიმართება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მომდევნო ე.წ. სასამართლო პროცესი 25 იანვარს გაიმართება.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით.

„ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, დღეს, 18 იანვარს გაიმართა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი. მიმდინარე ე.წ. სასამართლო პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

მომდევნო ე.წ. სასამართლო დაგეგმილია 25 იანვარს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზისა და ჩვენს ხელთ არსებული სხვა მექანიზმების გამოყენებით“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს
PHR: სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics