19:41 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 11:53:01, 506 ნახვა

პოლიტიკა
კახი კალაძე ცოლის ძმას თანამდებობის დატოვებას ურჩევს

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე თავის ცოლის ძმას, თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს გიორგი არეშიძეს, თანამდებობის დატოვებას ურჩევს.

ამის შესახებ კალაძემ "მაესტროს" ეთერში განაცხადა.

კალაძის მტკიცებით, გიორგი არეშიძის თანამდებობაზე დანიშვნაში მას მონაწილეობა არ მიუღია.

"ეს მიზანმიმართული კამპანიაა კონკრეტულად ჩემს წინააღმდეგ და არა გიორგი არეშიძის წინააღმდეგ, რადგან ამ წლების განმავლობაში ვერაფერი ვერ მომინახეს ისეთი, რომ რაღაც აეგორებინათ. იყო საუბარი, თითქოს რაღაც ბიზნესებს ვფლობდი, თუმცა, კონკრეტული ბიზნესი, რომელიც მე გამაჩნია, ეს ღიად მაქვს დაფიქსირებული, ამის შესახებ ყველამ იცის. არავისთვის არაფერი წამირთმევია, არავის ბიზნესში არ ჩავხტომივარ. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ისევ ჩემს წინააღმდეგ აგორებული პიარ-კამპანია. უბრალოდ, მე გიორგის, როგორც მეგობარს, როგორც ახლო ადამიანს მივცემდი რჩევას, რომ მას თანამდებობა დაეტოვებინა. მე არანაირი მონაწილეობა მის დანიშვნაში არ მიმიღია,  ამის უფლება არ მქონია. ამ რჩევას ვაძლევ, როგორც მეგობარს. რას ვიზამთ, ასეთი ცუდი ნათესავი ჰყავს გიორგის", - განაცხადა კახი კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics