15:20 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-17 14:41:37, 770 ნახვა

მსოფლიო
პირველად ისტორიაში მთამსვლელებმა მსოფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალი K-2 ზამთრის სეზონზე დალაშქრეს

პირველად ისტორიაში მთამსვლელებმა მსოფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალი K-2 ზამთრის სეზონზე დალაშქრეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ექსპედიციაში მონაწილეობას 10 ნეპალელი ალპინისტი იღებდა.

BBC-ის ინფორმაციით, ზამთარში ამ მწვერვალზე ტემპერატურა ხშირად -60 გრადუსამდე ეცემა, ქარის სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ს აღწევს, რის გამოც აქამდე მწვერვალი ზამთარში არავის დაულაშქრავს.

ჯგუფის წევრმა მთამსვლელმა ნიმსდაი პურჯამ თქვა, რომ მწვერვალს ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (GMT) მიაღწიეს.

ექსპედიციის დროს ესპანელი მთამსვლელი, სერგი მინგოტე დაიღუპა.

მას უკვე დიდი ხანია მოიხსენიებენ, როგორც „ველური მთას“, სახელი, მას აშშ-ს მთამსვლელმა ჯორჯ ბელმა შეარქვა, 1953 წელს მისი დალაშქვრის უშედეგო მცდელობის შემდეგ განაცხადა, რომ „ეს არის ველური მთა, რომელიც შენს მოკვლას ცდილობს“.

2008 წელს აღნიშნული მთიდან ზვავის ჩამოწოლის შედეგად თერთმეტი ალპინისტი დაიღუპა.

მეტი ინფორმაციისთვის, გეტყვით, რომ მწვერვალის სიმაღლე 8 611 მეტრს შეადგენს.

ის პაკისტანსა და ჩინეთს შორის მდებარეობს და ჰიმალაის მთების სისტემას ეკუთვნის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics