|
2015-10-02 11:16:17, 398 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრის ქართული ოცნება
პრემიერ–მინისტრის ქართული ოცნება ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი ქართული ოცნება, – ამ სიტყვებით მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ლიდერებს საქართველოს გეგმები და მიმდინარე პროექტები გააცნო. „ჩვენი გეგმის მიზანია ეკონომიკური ზრდის მიღწევა, მმართველობის ინსტიტუტების განმტკიცება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ჩვენი ხალხისთვის მეტი შესაძლებლობის მიწოდება. ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ისეთ ადგილად, სადაც ბიზნესის წარმოება ხელსაყრელია და მიმზიდველი უცხოური ინვესტიციების განხორციელება. 2014 წლიდან დღემდე ჩვენ შევქმენით 90 000 ახალი სამუშაო ადგილი საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმისა და ენერგეტიკის ჩათვლით. საქართველოში ბიზნესის წარმოება მარტივია. უცხოური და ადგილობრივი ბიზნესები თავისუფლად ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, რომელშიც კერძო საკურების უფლების დაცვა გარანტირებულია,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის რეიტინგების თანახმად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით საქართველო მე-15 ადგილზეა მსოფლიოში. 2014 წელს, საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა გაიზარდა 87 პროცენტით, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია 2007 წლის შემდეგ. „გარდა ამისა, საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც წამყვანი ტურისტული ცენტრი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ადგილი. მსოფლიოში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს აქვს ყველაფერი: უმშვენიერესი პლაჟები და გამაოგნებელი სათხილამურო კურორტები, დახვეწილი კულინარიული ტრადიციები, განსაკუთრებული ღვინო, უნიკალური ისტორიული ძეგლები და მსოფლიო დონის სასტუმრო სექტორი,“ – აღნიშნა პრემიერმა. გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიაზე სიტყვის გამოსვლის დასასრულს, მთავრობის მეთაურმა საქართველოს მიზნად მშვიდობიანი, სტაბილური, განვითარებული მომავალი დასახა. „მე ვხედავ ქვეყანას, სადაც ყველა ყმაწვილსა და გოგონას ხელი მიუწვდება ხარისხიან განათლებაზე, რათა მათ ჰქონდეთ უფლისგან ბოძებული ნიჭის განვითარების შესაძლებლობა. მე ვხედავ ქვეყანას, სადაც ადამიანებს არ აშინებთ ჯანდაცვისა თუ თავიანთი ოჯახების დაცვისთვის, კეთილდღეობისა და ხვალინდელი დღის უზრუნველსაყოფად აუცილებელი რესურსების არარსებობა. მე ვხედავ აყვავებულ ქვეყანას, რომელიც იყენებს თავის მდებარეობას, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს. მე ვხედავ სახელმწიფოს, რომელიც ერთგულად ემსახურება მეზობლებს შორის მშვიდობის დამყარებისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობის საქმეს. მე ვხედავ ქვეყანას, როგორც სამეზობლოში სიკეთისა და სტაბილურობის მხარდამჭერი ძალას, რომელიც ასრულებს თავის ვალდებულებებს, როგორც ეს შეშვენის მსოფლიოს მოქალაქეს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)