19:27 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-15 12:38:47, 825 ნახვა

სამართალი
გიორგი გელხაურის განცხადებით, ბრალდებას არ აქვს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, თუ როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, ბრალდების მხარეს აღნიშნულ საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ მოეპოვება, რომელიც დაადასტურებს, თუ როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში.

როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარეს ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

„ვინ მიაყენა დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს და როგორ აღმოჩნდა წყალში, ამაზე ექსპერტები ვერ გვესაუბრებიან. გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს რა მდგომარეობაში და რა ვითარებაში მიიღო გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები და წყალში როგორ აღმოჩნდა, დაცვის მხარეს გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ დადგება გამამართლებელი განაჩენი“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ. და ა.ქ. არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს
PHR: სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics