11:16 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 17:15:52, 598 ნახვა

პოლიტიკა
სერგეენკო: პლატონური ურთიერთობა რომ არ გამოგვივიდეს, კარგი იქნება ომბუდსმენი მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს გაეცნოს

„ერთგვარი პლატონური ურთიერთობა რომ არ გამოგვივიდეს, კარგი იქნება თუ თვითონაც გაეცნობა მთავრობის მიერ  გადადგმულ ნაბიჯებს“, – ასე შეაფასა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სახალხო დამცველის ანგარიში ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

მისივე თქმით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც აქცენტი გააკეთა ხანდაზმულთა საცხოვრებელი სახლების ზომაზე.

მინისტრის ინფორმაციით, 7 მცირე ზომის სახლია, რითაც 80–მდე ხანდაზმული სარგებლობს.

„ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის ყურადღებით  ეცნობა და აუცლებლად ითვალისწინებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს. თუმცა,  ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ სახალხო დამცეველის ოფისს უკეთესი კომუნიკაცია ექნება და გაეცნობა იმ მიმდინარე პროექტებს, რომელიც უკვე ჩართულია და მოქმედებს. 2014 წელს გაეროს ეკონომიკურმა კომისიამ გამოსცა ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტი ხანდაზმულებზე.  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით, უკვე შექმნილია მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი. უკვე შეიცვალა ის, რომ დიდი ზომის ხანდაზმულთა სახლებიდან აქცენტირება გაკეთებულია, ისევე როგორც საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, მცირე ზომის სახლებზე. კერძოდ, 7 მცირე ზომის სახლია, სადაც 80–მდე მოსარგებლე არის.  ასე,რომ რა თქმა უნდა სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ყოველთვის ვითვალისწინებთ, მაგრამ ერთგვარი პლატონური ურთიერთობა, რომ არ გამოვიდეს, კარგი იქნება თუ თვითონაც გაეცნობა მთავრობის ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს“, – აღნიშნა სერგეენკომ.

სახალხო დაცმველის ანგარიშის თანახმად, ხანდაზმულ პირთა მიმართ საკმაოდ მცირეა სახელმწიფო პროგრამები და სერვისები. ომბუდსმენი  ხანგაზმულ პირთა უსახლკარობაზე, სიღარიბეზე და საზოგადოებისგან გაუწყლოების ფაქტებზე საუბრობს.

უჩა ნანუაშვილის მტკიცებით, სახალხო დამცველის აპარატმა ყველა რეზიდენტული დაწესებულება შეისწავლა.

ნანუაშვილის თქმით, პრობლემები პერსონალის ნაკლებობით და მედიკამენტების სიმწირითაც გამოიხატება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics