12:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-10 16:11:43, 932 ნახვა

მსოფლიო
მყვინთავებმა ინდონეზიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ორი შავი ყუთი აღმოაჩინეს

ინდონეზიის ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა სორჟანტო ტახჰიონომ განაცხადა, რომ თითქმის ერთდღიანი ძიების შემდეგ კვირას ჩამოვარდნილი Sriwijaya Air- ის ორი შავი ყუთის ადგილმდებარეობა დაადგინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ამ დროისთვის, მყვინთავები ყუთების წყლიდან ამოღებას ცდილობენ. სწორედ მათი მეშვეობით გახდება ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენა შესაძლებელი. საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის დედაქალაქის, ჯაკარტის ჩრდილოეთით, იავას ზღვაში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი ჯაკარტიდან ქალაქ პანტიანაკში ასრულებდა რეისს. ჯაკარტის აეროპორტიდან ავიალაინერი წვიმის გამო ნახევარსაათიანი დაგვიანებით, ადგილობრივი დროით 14:30 საათზე გაფრინდა და მალევე რადარებიდან გაუჩინარდა.​

ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა. ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრის, ბუდი კარიას განცხადებით, ბორტზე მყოფი პირებიდან ეკიპაჟის 12 წევრი იყო.

ინდონეზიის ტრანსპორტის უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ბორტზე მყოფი ყველა პირი ინდონეზიის მოქალაქე იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics