00:26 - 06 Apr, 2026
|
2015-01-29 20:55:09, 318 ნახვა
პოლიტიკა
პრობლემა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა დაუსჯელობა რჩება
Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით საქართველოში ერთ-ერთი პრობლემა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა დაუსჯელობა რჩება.საერთაშორისო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ასეთი სახის დანაშაულების გამოსაძიებლად საქართველოს დამოუკიდებელი ქმედითი მექანიზმი არ გააჩნია.ანგარიშში კონკრეტიული საქმის დეტალები მოხვდა:"აგვისტოში ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" განაცხადა, რომ თბილისის ერთ-ერთი უბნის პოლიციის შენობაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქე გიორგი ცომაიას, რომელმაც არაფხიზელ მდგომარეობაში მიაკითხა პოლიციის უბანს ღამით და მოითხოვა, მისთვის 2013 წელს სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულების სახით ჩამორთმეული მობილური ტელეფონის დაბრუნება. ცომაიამ განაცხადა, რომ დაახლოებით თერთმეტმა პოლიციელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, რის შედეგადაც სახეზე და თავზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ამის შემდეგ იგი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ ანგარიშის მომზადების დროს ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ცომაიას სარჩელის შესწავლა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთმა წამყვანმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, 2014 წელს 10 თვის განმავლობაში სულ მცირე 50 საჩივარი მიიღო, მათგან 31 - პოლიციის, ხოლო 19 - ციხის პერსონალის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხებოდა. საია-ს განცხადებით, ხელისუფლება ვერ ახერხებს აღნიშნული საჩივრების ეფექტიანად გამოძიებას", - ნათქვამია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)