|
2020-12-31 16:36:38, 1743 ნახვა
პოლიტიკა
არჩევნები, აქციები, პარლამენტში მარტოდ დარჩენილი მმართველი გუნდი - 2020 წლის პოლიტიკური შეჯამება
2020 წელი საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის გამორჩეულად ხმაურიანი და დაძაბული იყო. მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოვლენა საპარლამენტო არჩევნებია, რომელმაც გარკვეულწილად შეცვალა პოლიტიკური რეალობა და დღის წესრიგი. მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში მოქცეული იყო დიალოგები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის და საკითხი, რომელმაც მხარეები მოლაპარაკებების მაგიდამდე მიიყვანა იყო პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ ჯერ კიდევ, 2019 წელს, კენჭისყრაზე ჩააგდო, აღნიშნულმა კი, ოპოზიცია გააერთიანა. ოპოზიციის მოთხოვნა, გარდა საკონსტიტუციო ცვლილებებისა, პოლიტპატიმრების, კერძოდ, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება იყო, თუმცა მათ სიას, 10 თებერვალს გამორჩეული ოპოზიციონერი ლიდერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, გიგი უგულავაც შეუერთდა, რომელიც უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა. 2020 წლის შეჯამებისას აუცილებელია აღვნიშნოთ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვება, რომელმაც პენიტენციური დაწესებულება 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. აღსანიშნავია, რომ მხარეები კვლავ მიუსხდნენ დიალოგის მაგიდას, რაც 2020 წელს არაერთხელ მოხდა - ამჯერად კი, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ისტორიული მოლაპარაკება შედგა, რომელიც 8 მარტის შეთანხმების სახელითაა ცნობილი. შეთანხმებაში ასახული იყო ორი ძირითადი საკითხი, საკონსტიტუციო ცვლილებები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დიალოგის პროცესში დიდი როლი საერთაშორისო პარტნიორებმაც ითამაშეს, რომლებმაც დიპლომატიური ძალისხმევით შეკრეს პარტნიორობის წრე, სადაც მოაქციეს დიალოგში მონაწილე ორივე მხარე და მათ არ მისცეს სხვა გასაქანი, გარდა აზრების შეჯერებისა. ამასობაში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, მან გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, რის შესახებაც მოულოდნელად ჩანიშნულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ 19 ივნისს თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა.რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა, 29 ივნისს, პარლამენტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, დარბაზში შეკრებილმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებებს და დაიწყო მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. მძიმე წლის მიუხედავად, იყო საკითხები რაზეც მხარეები საკანონმდებლო ორგანოში შეთანხმდნენ, ეს იყო სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ასევე, ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. საპარლამენტო არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი გამოცხადდა. მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირისპირებებისა თუ აგიტაციებისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოო შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება“ გამარჯვებულად ცნო, რასაც მოჰყვა პროტესტი ოპოზიციაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ 17 საარჩევნო ოლქში, მეორე ტური დაინიშნა. დაიწყო მასშტაბური აქციები, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთანაც გადაინაცვლეს, სადაც არაერთი ადამიანი დაშავდა, ვინაიდან და რადგანაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ არა ერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი. მეორე ტურამდე ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი განაცხადა მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე და მეორე ტურამდე, საკუთარი კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებიდან ჩახსნა. 2020 წლის განმავლობაში იყო არაერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი, თუ კრიტიკული გზავნილები საერთაშორისო პარტნიორებისგან, არჩევნების მეორე ტურამდე 4 დღით ადრე კი, ქვეყანას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვია, რომლის ვიზიტის პარალელურადაც მდუმარე აქცია გაიმართა. ოპოზიციამ სამი ძირითადი მოთხოვნა გააჟღერა: რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მოლაპარაკებები ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის კვლავ ფასილიტატორი ელჩების თანდასწრებით დაიწყო, თუმცა ხელისუფლება პოზიციას არ თმობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს. ოპოზიციაში ცვლილებები დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიოგლ ვაშაძე მედიასთან გამოჩენის გარეშე, მოულოდნელად თანამდებობას ტოვებს, მის ადგილს კი, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია იკავებს. იშლება პარტია „გირჩი“, რომელსაც ზურაბ ჯაფარიძე გამოეყოფა და ქმნის ცალკე, ახალ პარტიას „მეტი თავისუფლება გირჩი“. ოპოზიციას შორის უთანხმოება ჯერ კიდევ ალეკო ელისაშვილის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც პარლამენტში შესვლას აანონსებდა, რის გამოც პოლიტიკური ერთობიდან ალეკო ელისაშვილი გაირიყა. საბოლოოდ კი, 2020 წელი სრულდება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებით, დატოვოს პარტია და დაიწყოს ცალკე, დამოუკიდებელი პოლიტიკური მოღვაწეობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, მეათე მოწვევის პარლამენტი, სადაც 9 პოლიტიკური სუბიექტი შევიდა, ერთპარტიულად შეიკრიბა და ნაცვლად 150 დეპუტატისა, მან 90 დეპუტატით დაიწყო ფუნქციონირება. პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში 2020 წელს დაიწყო, სავარაუდოდ, არც 2021 წელს გაჩერდება. ამჟამად, ხელისუფლეაბასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, საზოგადოება მორიგი შეხვედრების რაუნდის მოლოდინშია, ოპონენტები არ თმობენ პოზიციებს, მანამდე კი, პარლამენტი ერთპიროვნულ მუშაობას აგრძელებს.
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)