19:43 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 10:41:36, 483 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში NDI-ს ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი  ვაშინგტონში  ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირს სამუშაო სადილზე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარემ მადლენ ოლბრაიტმა უმასპინძლა. შეხვედრას დემოკრატიული ინსტიტუტის მმართველი ორგანოს უმაღლესი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვთ მიმრთა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა,  რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძლედა.

მხარეებმა საქართველო-ამერიკას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები საქართველოში პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობით  დაინტერესდნენ.

საქართველოს  პრეზიდენტმა „ენ დი აი“- ში მუშაობის პერიოდი გაიხსენა და მადლობა გადაუხადა ინსტიტუტის წარმომადგენლებს, აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატება და პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანწილად სწორედ, ამერიკელი პარტნიორების ურყევმა მხარდაჭერამ განაპირობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics