|
2020-12-29 12:36:42, 446 ნახვა
ეკონომიკა
2021 წელს საქართველოს ეკონომიკის დანაკლისი 800 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება - ივანე მაჭავარიანი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის პოზიტიური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. მისი თქმით, განსაკუთრებული ზიანი მიდგა ტურიზმის სექტორს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. „განსაკუთრებული დარტყმა ჰქონდა ტურიზმის სექტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის 10%-ს შეადგენდა. 2019 წელს ტურიზმიდან ჩვენმა ეკონომიკამ 3,3 მილიარდი დოლარი მიიღო. აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე წელს 90%-მდე შემცირდება. გასულ წელს, ექსპორტი 3,8 მილიარდი დოლარი იყო, თუმცა წელს დაახლოებით 10%-იანი შემცირება გვექნება.ჯამში, მხოლოდ ამ ორი სექტორიდან, საქართველოს ეკონომიკას 3 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააკლდა," - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, დანაკლისი, ნაწილობრივ დააბალანსა საქართველოს მოქალაქეების ტურისტული ვიზიტებისა და იმპორტის შემცირებამ, მაგრამ სავაჭრო ბალანსი მაინც გაუარესდა, დაახლოებით, 700 მლნ დოლარით და 2 მილიარდ დოლარს მიაღწია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არც მომდევნო წელს არის მოსალოდნელი. „სავაჭრო ბალანსის გაუარესებამ, გავლენა იქონია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზეც, რომლის მაჩვენებელი მიმდინარე წელს 9,7%-ის, ხოლო 2021 წელს 8,5%-ის დონეზეა პროგნოზირებული. პანდემიამ და მისგან გამომდინარე გაურკვევლობამ, მთელ მსოფლიოში გამოიწვია ინვესტიციების შემცირება, რაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელზეც აისახა. მიმდინარე წელს, მოსალოდნელია მისი 30%-იანი შემცირება, რაც დაახლოებით, 400,0 მილიონი დოლარის დანაკლისია. სავაჭრო ბალანსისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის დანაკლისი 1,3 მილიარდი დოლარის, ხოლო მომდევნო წელს, დაახლოებით, 800,0 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)