13:54 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 20:49:03, 585 ნახვა

სამართალი
ბრალდებულის უფლებები არ დარღვეულა - სპეციალური პენიტენციური სამსახური მელაშვილის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ ი.მ.-ს ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ბრალდებულის უფლებები დაარღვია და აცხადებს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური და ყველა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, არ არღვევს არც ერთი ბრალდებულ/მსჯავრდებულის უფლებებს და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. კერძოდ, ბრალდებულის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა შემდეგი განცხადება:

„N8 დაწესებულების ნაწილის ადმინისტრაციამ ივერი მელაშვილს არ მისცა უფლება ჩემთვის, ადვოკატისთვის გადმოეცა საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებული წერილობითი ანალიზი, რითაც უხეშად დაარღვია დაცვის უფლება.“

 

ამასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. N8 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-40 მუხლის თანახმად, პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია მათ შორის საჩივარი, გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის კანონით დადგენილ პირთა წრე (საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრი; დსასამართლო და ა.შ.) და რომელთა შორის არ არის ადვოკატი.

 

კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს  უსაფრთხოების შესაბამის ღონისძიებებს რათა, თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერა. შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია დაუბრკოლებლად შეხვდეს ადვოკატს, მაგრამ ეს არ გულისხმობს რომ ადვოკატმა გამოიტანოს სხვა პირებთან გასაგზავნი კორსპოდენცია დაუბრკოლებლად, ამასთან, ადვოკატთა შესახებ კანონის თანახმადაც, პირადი ხასიათის კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანა სცილდება საადვოკატო საქმიანობის ფარგლებს. ამდენად, იმაზე საუბარი, თითქოს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ბრალდებულის უფლებები დაარღვია, საფუძველს მოკლებულია. ი.მ.-ს აქვს შესაძლებლობა მისთვის სასურველ ადრესატს გაუგზავნოს წერილი, რომლის ადრესატისთვის გაგზავნას საფოსტო გზავნილის სახით უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics