23:51 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 18:47:52, 508 ნახვა

ეკონომიკა
2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 19.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 19.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 10.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

„2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 781.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 584.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 83.3 მლნ აშშ დოლარით, 48.9 მლნ აშშ დოლარით და 65.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 8.9 მლრდ აშშ დოლარი (29.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 54.6 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 6.8 მლრდ აშშ დოლარი (22.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 41.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 457.8 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 794.9 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი) და 904.4 მლნ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.5 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (15.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 29.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 19.9 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 91.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 11.6 მლრდ აშშ დოლარი (38.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 71.3 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.1 მლრდ აშშ დოლარია (16.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 31.4 პროცენტია.

2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 10.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 10.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო - ვალი 35.2 ათასი აშშ დოლარით შემცირდა. 2020 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 457.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 202.7 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics