|
2020-12-28 16:09:32, 418 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ დაფინანსებით საქართველოში ამერიკული მარცვლეულის იმპორტი განხორციელდა
„ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში 27000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბლისა და 4000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული სოიოს შროტის იმპორტი განხორციელდა. აღნიშნული შესაძლებელი გახდა შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალსა“ და ამერიკულ კომპანია Land O’lakes შორის დადებული ხელშეკრულებით, რომლის ფარგლებშიც, ფოთში შემოვიდა ამერიკული საქონლით დატვირთული გემი. ამერიკული ხორბლის იმპორტი საქართველოში, შესაძლებლობას მისცემს წისქვილ-კომბინატებს, საბაზრო ფასად შეიძინონ და გადაამუშავონ მაღალი ხარისხის ხორბალი. ამერიკული ხორბლის იმპორტი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს დახმარების პროგრამის „სურსათი პროგრესისთვის“ (Food for Progress) ფარგლებში ხორციელდება. პროგრამიდან მიღებული თანხები მოხმარდება საქართველოში ადგილობრივი პროექტების მხარდაჭერასა და დაფინანსებას. აღსანიშნავია რომ, ვითიბი ბანკის სრული დაფინანსებით, წელს, 2004 წლის შემდეგ, ამერიკული მაღალი ხარისხის ხორბლის საქართველოში იმპორტი მეორეჯერ განხორციელდა. პირველად ანალოგიური ტრანზაქცია, ბანკის ფინანური მხარდაჭერით, „ფოთის მარცვლეულის ტერმინალსა“ და ამერიკულ მხარეს შორის 2019 წელს შედგა. მოხარულები ვართ, რომ „ვითიბი ბანკის“ პარტნიორობით, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნლოვანი პროექტი უკვე მეორეჯერ განხორციელდა. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომდევნო პარტიების შესყიდვაზე, იმედს გამოვთქვამთ, რომ შეთანხმება მხარეებს შორის კვლავ წარმატებით დასრულდება და საქართველოში კიდევ შემოვა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბალი - განაცხადა ვითიბი ბანკის კორპორატიული ბიზნესისი დირექტორმა ვლადიმერ რობაქიძემ „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ დირექტორმა ქეთევან კუბლაშვილმა განაცხადა - აღნიშნული პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანია ხორბლის საიმპორტო წყაროების დივერსიფიცირებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, რეგიონალურ ბაზარზე შექმნილი ვითარების გამო, არსებობს ხორბლის მოწოდების შეზღუდვის მოლოდინი. უკვე მეორე წელია, „ვითიბი ბანკი“ და კომპანია „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ თანამშრომლობენ ამ მიმართულებთ, მთლიანი ჯაჭვის დაფინანსება ხდება სავაჭრო დაფინანსების ფარგლებში, რაც გაცილებით ამარტივებს აშშ-დან საქონლის შემოტანას და გაყიდვის პროცესს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)