|
2020-12-28 14:33:56, 538 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი - ხშირად, სხვა კონტინენტიდან საქონლის გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მყოფი მაღაზიიდან
პოსტკოვიდური ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში სხვა კონტინენტიდან ნებისმიერი საქონლის ინტერნეტით გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მყოფი მაღაზიიდან. „უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა. პოსტკოვიდური ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება. ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ საქართველოში სხვა კონტინენტიდან ნებისმიერი საქონლის ინტერნეტით გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მყოფი მაღაზიიდან. ამიტომ, ყველაფერი უნდა გადავახალისოთ როგორც მთავრობამ, ასევე ბიზნესმა. თითოეული ჩვენგანის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში კეთილდღეობის მიღწევა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ჩვენ ერთად დავძლევთ ამ კრიზისს, როგორც ეპიდემიას, აგრეთვე ეკონომიკურს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
უკრაინელმა სამხედროებმა 5-დან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)