|
2020-12-28 11:41:04, 408 ნახვა
ეკონომიკა
პანდემიის მიუხედავად, ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს
ტყის ეროვნული აღრიცხვის 2020 წლის შემაჯამებელი საჯარო ონლაინ შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ გახსნა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია 2019-2020 წლებში განხორციელებული საველე სამუშაოების, მისი ანალიზის, შედეგებისა და 2021 წელს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. 2019-2020 წლებში, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები ჩატარდა გურიის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის ა/რ-ის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებულ ტყეებში და კახეთის ტერიტორიაზე არსებულ ტყის ნაწილში. 2021 წლისთვის, დაგეგმილია პროექტის დასრულება და დარჩენილი (ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და კახეთის დარჩენილი ნაწილი) რეგიონების აღწერა. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის დანერგვის განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე. როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, სამინისტრომ შეძლო და საქართველოს 6 რეგიონში სრულად და კახეთში ნაწილობრივ დაასრულა ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის სამუშაოები. „2021 წელს, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები დასრულდება და განხორციელდება მიღებული მონაცემების დამუშავება. ტყის ეროვნული აღრიცხვიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია საქართველოს ტყეების მდგომარეობის მონიტორინგი. მიღებული მონაცემების ანალიზი საშუალებას მოგვცემს, შევიმუშაოთ სატყეო სექტორის განვითარებისთვის საჭირო სტრატეგიები და ვაწარმოოთ გამართული და მოქნილი საერთაშორისო ანგარიშგება”, - განაცხადა იური ნოზაძემ. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, საქართველოში და კავკასიის რეგიონში პირველად, გერმანიის მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, დაიწყო ტყის ეროვნული აღრიცხვა. სპეციალურად ამ პროცესისთვის შემუშავდა მეთოდოლოგია და ტექნიკური დოკუმენტაცია. მთავარ მიზანს სახელმწიფოსთვის ტყის მონიტორინგის ეროვნული სისტემის ფუნქციონირება და ქვეყანაში არსებულ ტყეებზე მონაცემთა სარწმუნო ბაზის შექმნა-გამოყენება წარმოადგენს. ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული და დამუშავებული ინფორმაცია სჭირდება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და წარმოადგენს საფუძველს, რომელიც დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)