2015-09-30 15:21:28, 534 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის ვიცე-მერი: ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა
თბილისის ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
„ქალაქში არის მნიშვნელოვანი გამოწვევები, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული კუთხით. ჩვენ უფრო ეფექტურად უნდა განვავითაროთ თბილისი. შესაბამისად, იქნება ახალი ხელმძღვანელი და სწორედ მასთან ერთად მოხდება ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარება“,- განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან