14:38 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-27 15:19:35, 801 ნახვა

რეგიონი
აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება გრძელდება

აჭარის მთავრობის მიერ კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების  მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება გრძელდება.

მთავრობის მიერ უკვე შეძენილია პროდუქცია და მუნიციპალიტეტების ჩართულობით დაწყებულია  ბენეფიციარებისთვის გადაცემა.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში ბიზნეს სექტორიც ჩაერთო  (ეიჩ გრუფი, გრინ რიზორთ, დინამო ბათუმი, კომპანია მეტრო, მზიური გარდენს, ლამინი -ჯი) და მათი მონაწილეობით დამატებით, 2000 პირს წინასაახალწლოდ დაურიგდებათ სასურსათო კალათები.

პროდუქტების დარიგების და გადანაწილების პროცესში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ. ასევე ესტუმრნენ ბათუმის სათნოების სავანეს. თავშესაფრის ყველა მობინადრე თავს ჯანმრთელად გრძნობს.

პანდემიის პირობებში, სოციალურად დაუცველი სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების მიზნით 50 000 მეტი სასურსათო კალათის და მედიკამენტების მიწოდება განხორციელდა. დარიგების პროცესში მოხალისეები, ახალგაზრდები და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები არიან ჩართულები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics