09:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 15:15:51, 531 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრის გადაწყვეტილებით, ე.წ. ნარუშილოვკები ძალას კარგავს

2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული "საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი საშვი“ - ე.წ. „ნარუშილოვკები“ ძალას კარგავს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რამდენიმე წუთის წინ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული სპეციალური საშვები ძალადაკარგულად გამოცხადდა.

"შესაბამისად, ჩემი დავალებით, აღნიშნული საშვები მფლობელებს ჩამოერთმევა და განადგურდება",- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა და აქვე დასძინა, რომ ახალი სრულიად საიდუმლო ბრძანება რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მოაწესრიგებს როგორც საშვების გაცემის, ისე მათი გამოყენების კონტროლისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ჩამორთმევის წესს.

"გამკაცრდება რეგულაციები და ჩამოყალიბდება ეფექტური მონიტორინგის ქმედითი სისტემა",- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics