01:55 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 16:53:59, 496 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძის თანაორგანიზებით, DCFTA-ს საკონსულტაციო ჯგუფის მე-8 შეხვედრა გაიმართა

2020 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის მერვე შეხვედრა გაიმართა ონლაინ რეჟიმში, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ბატონი გენადი არველაძე და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, DAG-ის თავჯდომარის მოადგილე, ბატონი გიორგი კაჭარავა უძღვებოდნენ.

 შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და DCFTA-ის განხორციელებაში ჩართული უწყებების მიერ შემუშავებული DCFTA-ის განხორციელების საშუალოვადიანი 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი. შეხვედრამდე გეგმის პროექტი გაზიარებულ იქნა ჯგუფის წევრებთან, შეხვედრის ფარგლებში კი გეგმის პრეზენტაციის შემდეგ, ჯგუფის წევრების მიერ წარმოდგენილ წინადადებებსა და შენიშვნებზე გაიმართა კონსულტაციები.

საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ჯგუფის წევრების მიერ დაყენებული საკითხები და სხვადასხვა სახის წინადადებები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს DCFTA-ის განხორციელების პროცესს, კერძო სექტორის მეტ ჩართულობას ამ პროცესში და, ზოგადად, ცნობიერების ამაღლებას DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე. განსაკუთრებული ხაზი გაესვა ევროპის მეწარმეთა ქსელში (EEN) მეტი ქართული კომპანიის ჩართვის მიზნით ღონისძიებების საჭიროებას. ბიზნეს ასოციაციებმა გამოიხატეს მზაობა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებისთვის.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელმა ჯგუფის წევრებს გააცნო ინფორმაცია რუმინეთში, კერძოდ, ქალაქ კონსტანცაში ლოჯისტიკური ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც მოხდება საქართველოდან ექსპორტირებული საკონტეინერო ნაკრები ტვირთების შეკრება და განაწილება. ლოჯისტიკური ჰაბი 15 იანვრიდან ამოქმედდება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული კომპანიების ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში. დაწვრილებითი ინფორმაცია ჯგუფის წევრებს დაეგზავნებათ. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი - საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics