07:32 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 19:01:34, 439 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროკავშირის შემფასებელი მისიის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროკავშირის შემფასებელთა მისიის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ჩართული  სხვა უწყებების წარმომადგენლებმა ექსპერტებს ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკომისიის მე-3 ანგარიშის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისიდან, საერთო ჯამში, მიღებულ იქნა 15-მდე საკანონმდებლო ცვლილება, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, შემუშავდა შესაბამისი ინსტრუქციები და რეგულაციები, დაინერგა ახალი სერვისები, გააქტიურდა საინფორმაციო კამპანიები საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) განსაზღვრული მიმართულებებით.

ევროკავშირის შემფასებელი მისიის ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რიგით მე-4 ანგარიში მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics