|
2020-12-22 12:08:19, 586 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა სასტუმროს ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კიდევ ერთხელ გააცნო ის რეგულაციები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი წლის ღამეს იმოქმედებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვენეტაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი. ნათია თურნავას თქმით, კოვიდპანდემიის გამო წლევანდელ ახალი წელი განსხვავებულ რეჟიმში ჩატარდება და წინასაახალწლო პერიოდში მკაცრი შეზღუდვები არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც მოქმედებს, რათა ახალი წელი ეპიდემიის წამახალისებელ ღონისძიებად არ იქცეს. „კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა პირადად გავაფრთხილოთ სასტუმრო ინდუსტრია, რომ საახალწლო ღამეს ნაკლები ღონისძიებით და რეგულაციების სრული დაცვით შეხვდნენ სტუმრებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ამ გაფრთხილებას სასტუმროები მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიუდგებიან. მოგეხსენებათ, ზოგადად აკრძალულია ქვეყანაში კონცერტების და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარება. ამიტომ ტრადიციული, საკონცერტო ღონისძიებების ფონზე საახალწლო ვახშმები წელს აკრძალულია. პრაქტიკულად, იქნება საკმაოდ მკაცრი რეაგირება და ვიდრე იძულებული გავხდებით მკაცრი რეაგირება მოვახდინოთ, სჯობს წინასწარ გავაფრთხილოთ სასტუმრო ინდუსტრია და შევახსენოთ კანონმდებლობა, ასევე კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ როცა ყოველდღიურად ადამიანები იღუპებიან, არ არის გამართლებული ხალხმრავალი ღონისძიება, არანაირი ხმაურიანი ახალი წელი და დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი მოსახლეობაც გაგებით მოეკიდება და სასტუმრო ინდუსტრიაც. რაც მთავარია, თვითონ სასტუმროებიდან მოვისმინეთ მზადყოფნა, რომ დაემორჩილონ კანონმდებლობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
დააკავეს პირი რომელიც ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მასთან შერიგებაზე უარს იტყოდა
ძმის ქორწილში მოკლული გურამ ბოიკოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, ბრალდებული წარსულშიც ნასამართლევია
|
რედაქტორის რჩევით
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)