|
2015-09-29 15:19:51, 423 ნახვა
პოლიტიკა
ალექსი პეტრიაშვილი: საქართველოს სწრაფი რეაგირების ძალებთან შეერთება ნატოში გაწევრიანებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი დადებითად აფასებს ნატო-ს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდა. მისი თქმით, ალიანსში გაწევრიანებისთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია. „ამ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩვენი მთავრობაში ყოფნის დროს დაიწყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე“. ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში „ექსპრესნიუსთან“ სწრაფი რეაგირების ძალების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის კონტინგენტი, რომელიც სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კონკრეტულ ვითარებაში, ნატოს ხელმძღვანელობით ოპერაციებს განახორციელებს. „პრაქტიკულად ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ნატოს ძალებთან ერთად ხდება სრულფასოვანი ინტეგრირება ჩვენი შეიარაღებული ძალების“. ცნობისთვის, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის გადაწყვეტილება 2002 წელს, პრაღის სამიტზე მიიღეს. ნატოს დოქტრინის თანახმად, ამ ძალების მთავარი ამოცანაა, წარმოსახულ კონფლიქტურ ქვეყანაში კონკრეტული პლაცდარმი დაიკავონ ხუთი დღის განმავლობაში და ხელი შეუწყონ ძირითადი ძალების მხრიდან სრულმასშტაბიანი ოპერაციის დაწყებას, რასაც 30 დღე დასჭირდება. საქართველო მეოთხე ქვეყანაა, რომელიც, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდა. დღეის მონაცემებით, სწრაფი რეაგირების ძალების რეზერვში 130 ქართველი მებრძოლია.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)