|
2020-12-19 10:08:24, 852 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით სარესტორნო და ე.წ. დელივერი სექტორის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით სარესტორნო და ე.წ. დელივერი სექტორის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე დაესწრო ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე. შეხვედრაზე ორივე სექტორის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათ პანდემიის დროს ამოქმედებული შეზღუდვების შედეგად წარმოეშვათ. აღინიშნა, რომ ორმხრივად მომგებიან და ხელსაყრელ თანამშრომლობას დიდი მნიშვნმელობა აქვს არა მხოლოდ აღნიშნული სექტორების მომავლისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, მომხმარებლისთვის, რომელიც ამჟამად სარესტორნო სერვისს მხოლოდ ე.წ. დელივერი კომპანიების მეშვეობით იღებს. გადაწყდა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით გაგრძელდება სამუშაო პროცესში მუშაობა აღნიშნული სექტორების წარმომადგენლებთან, რათა თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. „სარესტორნე ბიზნესი ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რომელიც განსაკუთრებულად დაზარალდა პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო. სახელმწიფო ახორციელებეს ამ ინდუსტრიის მხარდაჭერასაც. ესაა როგორც სესხების პროცენტების თანადაფინანსება, რომელიც უკვე მიმდინარეობს. ამავე დროს, ვინაიდან მათი ოპერირება დღეს შეზღუდულია მხოლოდ მიტანის სერვისით, უაღრესად მნიშვნელოვანია მიტანის, ე.წ. დელივერის ინდუსტრიასთან სრულფასოვანი კოორდინაცია, რომ შეზღუდვების მოქმედების პერიოდში, მოხდეს მიტანის სერვისის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება. ეკონომიკის სამინისტრომ ითავა საკოორდინაციო შეხვედრის ჩატარება, სადაც ორივე ინდუსტრიამ ერთმანეთს მიმდინარე საკითხები გააცნო. ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის იმ საკითხების სწრაფად გადაწყვეტა, რაც არის დღის წესრიგში. სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათ მაქსიმალურად მხარდში დაუდგება და დაეხმარება, რათა მოვაგვაროთ ის საკითხები, რომლებიც ამ ეტაპზე ორივე ინდუსტრიას აქვს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინაში Starlink-ის პრობლემების შემდეგ თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს:
კალაძე - რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ეს იყო ერთი ძალა
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
|
რედაქტორის რჩევით
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)