19:21 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 16:55:56, 741 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკო: ბელარუსი „რუსული სამყაროს“ ნაწილი არ არის

„ბელარუსი არც რუსული სამყაროს და არც რუსეთის ნაწილი არ არის“, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

„არსებობენ ზოგიერთი ჭკვიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბელარუსი რუსული სამყაროს და რუსეთის ნაწილია. დაივიწყეთ, ბელარუსი სუვერენული და დამუკიდებელი სახელმწიფოა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერმა, ასევე, დონბასში მხარეებს სამხედრო მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდა.

„ძალიან მინდა, რომ ევროპამაც, აშშ-მაც და რუსეთმაც, რომლებიც ამ კრიზისში ჩართულები არიან, გააკეთონ მაქსიმუმი ამ ომის დასამთავრებლად“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის მოვლენებში უკიდურესად არის ჩართული, რაც მისაღები არაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics