2020-12-18 09:14:20, 558 ნახვა
სამართალი
გიორგი რურუას ცემის საქმეზე დაკავებული ციხის 2 თანამშრომლის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე დაკავებული N8 პენიტენციური დაწესებულების ორი თანამშრომლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
დაკავებულებს ბრალი სამსახურებრივი საქმიანობის არაჯეროვნად შესრულებისთვის ოფიციალურად უკვე წარუდგინეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,