|
2020-12-16 14:13:14, 652 ნახვა
სამართალი
პროკურორი - გვაქვს მოლოდინი, რომ კობა დავითაშვილის საქმეზე ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი
საქალაქო სასამართლოში კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. პროკურორმა შოთა კაკულიამ განაცხადა, რომ დღეს დაცვის მხარე წარსდგება დასკვნითი სიტყვით. პროკურორს აქვს მოლოდინი, რომ კობა დავითაშვილის საქმეზე ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი. „გონივრული ვადა ჰქონდა განსაზღვრული წინა პროცესის შემდგომ დაცვის მხარეს და ის უნდა წარსდგეს დასკვნითი სიტყვით, წინა პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ წარმოვადგინეთ დასკვნითი სიტყვა. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს რომ მედიაში ამ პროცესის გაჭიანურების შესახებ გავრცელდა გარკვეული მოსაზრებები ბრალდების მხარემ ერთი წლის წინ დაასრულა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი, რის შემდეგაც, დაახლოებით 5 სასამართლო პროცესი გადაიდო დაცვის შუამდგომლობის საფუძველზე, რომ თითქოს მოწმის დაკითხვას აპირებდნენ. წინა პროცესზე დაცვის მხარე მოხსნა აღნიშნული მოწმე რაც არ იყო ჩვენთვის მოულოდნელი. მოლოდინი გვაქვს რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს“, - განაცხადა პროკურორმა. ცნობისთვის, კობა დავითაშვილი 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს ე.წ. ელიავას ბაზრობაზე სცემეს და თავისუფლება აღუკვეთეს.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)