07:32 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 21:01:42, 489 ნახვა

პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომა შემაშფოთებელი იყო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ სხდომას შემაშფოთებელს უწოდებს.

როგორც ნაცვლიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 7 ვაკანტურ ადგილზე კონკურსის გარეშე მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილება ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მიიღეს.

„იუსტიციის საბჭოს დღევანდელი სხდომა ნამდვილად იმსახურებს შეშფოთებას იმ ფორმიდან, ტონიდან და ლექსიკიდან გამომდინარე, რაც საბჭოს წევრებმა დააფიქსირეს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იხილებოდა, მაგრამ დავინახეთ, რომ საკითხი არ იყო მომზადებული და გადაწყვეტილებები მიიღეს ყოველგვარი არგუმენტის, დასაბუთების და სტატისტიკის გარეშე, სუბიექტურად, როგორც საჭიროდ მიაჩნდათ საბჭოს წევრებს. იუსტიციის საბჭო არის მუდმივმოქმედი ორგანო, ეს არ არის ორგანო რამე კრიზისი რომ წარმოიქმნება, შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას. დღეს მთავარი არგუმენტი, რატომ არ უნდა ჩატარდეს კონკურსი და გამოყენებული იქნას ძალიან ბუნდოვანი პრაქტიკულად, დაურეგულირებელი და გაუწერელი მოსამართლეების დაწინაურების პროცედურა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მითითებული იყო, რომ ძალიან ცოტა დროა, ვერ ესწრება, კრიზისია სასამართლოში, მოსამართლეები არიან გადატვირთულები და ა.შ. მაქვს კითხვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან-საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სწორედ, იუტიციის საბჭოა ვალდებული, სასამართლო სისტემა ეფექტურად ფუნქციონირებდეს. რას აკეთებდა საბჭო მთელი ამ ხნის განმავლობაში იმისათვის, რომ ეს კრიზისი მოეგვარებინა და კანონმდებლობით დადგენილი გამჭვირვალე პროცედურების საშუალებით მომხდარიყო მოსამართლეების დანიშვნა. საბჭო იყო აბსოლუტურად არაეფექტური. ის, რომ სასამართლო არის გადატვირთული და მოსამართლეებს აქვთ ძალიან ბევრი საქმე, ეს ცნობილი იყო გუშინაც, გუშინწინაც, 1 წლის წინაც და საბჭოს ჰქონდა ყველა ბერკეტი ეს პრობლემა აღმოეფხვრა. მაგრამ, სამწუხაროდ, საბჭო არ მუშაობს ეფქტურად, რაც დღეს ამის დადასტურებაა. მას უნდა, რომ ყოველი კონკრეტული კრიზისი გადაჭრას ასე დაუსაბუთებელი, სუბიექტური მიდგომებით, რაც ძალიან ცუდია სასამართლო სისტემისთვის. დღეს ამ ადამიანებს ვნიშნავთ დაუსაბუთებელი, გაუმჭვირვალე, მიკერძოებული პროცედურების მეშვეობით. ნათელია, რომ ასე დანიშნული მოსამართლეები რთულად შეასრულებენ იმ მისიას, რასაც მათ საქართველოს კანონმდებლობა აკისრებს. დღეს ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საერთო სასამართლოებში არის 68 ვაკანსია. ხელოვნურად მოხდა გაყოფა. თავიდან ციფრი იყო 10. საიდან მოვიდა ვერავინ დაასაბუთა.დანარჩენებზე უნდა ყოფილიყო კონკურსი. მოგვიანებით, მოლაპარაკების შედეგად, გადაწყდა, რომ უნდა ყოფილიყო 7. ეს შვიდიც დაუსაბუთებელი ციფრია, როგორც ათი.ეს ნათლად აჩვენებს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ აქვს ნორმატიული სამართლებრივი საფუძველი.აქ საკმაოდ საინტერესოა ის საკითხი, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებზე კონკრეტულად კი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლეებზეა საუბარი. ეს ძალიან სენსიტიური სფეროებია, განსხვავებით სამოქალაქო საქმეებისგან, სადაც სახელმწიფო ინტერესი, ან კონკრეტული ჯგუფების ინტერესი ნაკლები იყოს. აქ საუბარია იმაზე, რომ კრიზისი არ არის მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში. კრიზისი არის საერთო სასამართლოების სისტემაში, რადგან არის ძალიან ცოტა მოსამართლე და ბევრი საქმე. ვერანაირად დაასაბუთეს ამ გადაწყვეტილების მომხრეებმა, რატომ უნდა დაემატოს ასეთი პროცედურით მოსამართლეები სააპელაციო სასამართლოს და რა ეშველება პირველი ინსტანციის სასამართლოს, საიდანაც მოჰყავთ ეს ადამიანები“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. მისივე ინფორმაცით, საბჭოს სხდომაზე მოსამართლე წევრებმა არამოსამართლე წევრებს ღიად გარიგებისკენ მოუწოდეს: „ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელი იყო ის პირდაპირი გარიგებისკენ მოწოდება, რომელიც გაისმა მოსამართლე წევრების მხრიდან, პირდაპირ მიმართეს არამოსამართლე წევრებს: თუ არამოსამართლე წევრები მხარს დაუჭერდნენ 37-ე მუხლის გამოყენებას, მაშინ უფრო კონსტრუქციული იქნებოდა თანამშრომლობა კონკურსების დროს. ეს არის პირდაპირი გარიგება და აჩვენებს იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი წევრები არ ხელმძღვანელობენ კანონმდებლობით, ეთიკის სტანდარტებითა და მართლმსაჯულების ინტერესით და ძალიან საეჭვო, ბუნდოვან მოტივაციებზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებას. არამოსამართლე წევრებმა პირდაპირ დაადანაშაულეს მოსამართლე წევრები, რომ მათ კონკრეტული ადამიანები ჰყავთ უკვე შერჩეული, ვინც ამ პროცედურით უნდა აღმოჩნდეს სააპელაციო სასამართლოში.დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვერ მოვისმინე ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი მოსამართლე წევრების მხრიდან, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს ადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლე კონკურსის წესით არ დაინიშნება. გადაწყვეტილების თანახმად, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე მუხლით მოხდება სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციიდან მოსამართლეების დაწინაურება. სასამართლო სისტემაში სულ 68 ვაკანტური ადგილი იყო, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოში 7 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი აღარ გამოცხადდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics