|
2020-12-15 17:13:29, 1600 ნახვა
რეგიონი
რესან ჟოჟაძე ქედის მერმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა
სოფელ უჩხითში მცხოვრებმა ახალგაზრდა დურგლმა - რესან ჟოჟაძემ, პანდემიის დროს, ბაბუის ნასწავლი, მივიწყებული ხელობა ბიზნესად აქცია. ხისგან დამზადებული ჯამები, ლამბაქები, საათები, ჭაღები - ახალგაზრდა დურგალი დაკვეთებს ძირითადად ელექტრონული საშუალებით იღებს და ნამუშევარს ადრესატთან ფოსტის მეშვეობით აგზავნის. სახელოსნოს დღეს ქედის მერი ლევან გორგილაძე ესტუმრა და ოსტატი ,,ოჯახური ტრადიციების გაცოცხლებისა და პოპულარიზაციისათვის“ მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ,,სახალხო დღესასწაული ,,ქედელობა - 2020“ პანდემიასთან ბრძოლას მიეძღვნა. ეს არის ტრადიციული ფესტივალი, სადაც ეწყობა ეთნოგრაფიული, გასტრონომიული, ფოლკლორული, ხეზე კვეთის ნამუშევრების გამოფენა. დარწმუნებული ვარ, მომავალი წლის დღესასწაულს ახალგაზრდა ოსტატი კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის თავისი არაჩვეულებრივი ნამუშევრებით. მუნიციპალიტეტის სახელით, მადლობას ვუხდი მივიწყებული უძველესი საქმიანობის გაცოცხლებისა და პოპულარიზაციისათვის! ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, შესაძლებლობის ფარგლებში, ხელი შევუწყოთ სახელოსნოს კიდევ უფრო განვითარებას და მის შესახებ ცნობადობის ამაღლებას“, - აღნიშნა ლევან გორგილაძემ. ქედის თვითმმართველობამ, დაიწყო სახელოსნოსთან მისასვლელი ავარიული შიდა საუბნო გზის კეთილმოწყობა. გარდა ამისა, შპს ,,ქედის ტურისტული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრს“ დაევალა აქტიურად ითანამშრომლოს ოსტატთან, რათა საწარმო გახდეს მუნიციპალიტეტში ერთგვარი სავიზიტო ბარათი და მის გასაძლიერებლად დაიგეგმოს სხვადასხვა საჭირო ღონისძიებები.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)