|
2015-09-28 18:28:48, 1158 ნახვა
სამხედრო
ვასილ ყულიჯანიშვილს რუსთავის სასაფლაოზე ხვალ დაკრძალავენ
ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს, პირველი კლასის რიგითს, ვასილ ყულჯანიშვილს რუსთავის სასაფლაოზე ხვალ, 29 სექტემბერს, 14:00 საათზე დაკრძალავენ. „ვასილ ყულჯანიშვილის ცხედარი რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დღეს გადაასვენეს. IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურისთვის პატივის მისაგებად ეკლესიაში ახლობლები, მეგობრები, სამხედრო მოსამსახურეები და მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში მიდიან. გმირულად დაღუპულ სამხედროს დღეს პატივი კიდევ ერთხელ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა - ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ, ასევე, შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლებმა მიაგეს“, - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში პატრულირებისას ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა. დაზღვევაზე მყოფი პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი კი დაშავებული თანამებრძოლის ევაკუაციის დროს დაიღუპა
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)