|
2020-12-14 15:05:23, 680 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ანტიგენის სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევა დაიწყო
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით, ანტიგენის სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევა სოფელი ტალავერიდან დღეს დაიწყო. ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ტესტებს უღებენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ. ანტიგენის სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევას მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბა თამარისში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მობილური ჯგუფები ეტაპობრივად განხორციელდებენ. აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბოლნისში სწრაფი ტესტის გაკეთება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და ცენტრალურ საავადმყოფოში ყოველ დღეა შესაძლებელი. დაბა კაზრეთში კი მედიკოსები მოსახლეობას ტესტებს ადგილობრივ პოლიკლინიკაში არსებულ ამღებ პუნქტში უკეთებენ. სპეციალისტები მოქალაქეებს ბიოლოგიურ მასალას ცხვირ-ხახიდან უღებენ და სწრაფი ტესტების მეშვეობით კორონავირუსის გამოვლენა მცირე დროში ხდება. ტესტის გაკეთება მოსახლეობისთვის სრულიად უფასოა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)