2020-12-14 14:32:07, 1915 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ექიმი გარდაიცვალა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ექიმი გარდაიცვალა, - ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი 10 დღე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკაში გვყავს ერთი გარდაცვლილი, ქალბატონი, რომელიც 10 დღის განმავლობაში ჩვენს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას, ჩაუტარდა ყველა ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან