|
2015-09-28 15:49:28, 408 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: შეწყალება გულჩვილობის აქტი არ არის
„შეწყალების უფლებას თავისი წესი და რიგი აქვს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი ექს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც გიორგი მარგველაშვილის ადგილი ისტორიაში, გაიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა ის გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას. მისივე თქმით, ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია და თავად აგებს პასუხს ამ საკითხზე. თუმცა, უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კონსტიტუციას დაიცავს და ქვეყნის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს. “საინტერესო იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილს მისი პრეზიდენტის პოროშენკოს მომავალზე და პოლიტიკაზე ესაუბრა, რადგან ის უკრაინის სამსახურშია. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლებამაც ყურადღება მიაქციოს, მისი მაღალჩინოსნები რა პოზიციებს აფიქსირებს მეგობრული საქართველოს მიმართ. საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს პრიორიტეტები გვაქვს - უკრაინასთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელება და ასეთი გამოხტომები ხელს არ უწყობს ამ ყველაფერს, მაგრამ ვერც იმხელა საფრთხეს უქმნის რომ ეს ანგარიშგასაწევი იყოს. კარგი იქნება თუკი ყურადღებას მიაქცევენ. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო მოქმედებებს იმის თაობაზე რაც მისი კომპტენციის ფარგლებშია და ეს არის შეწყალების უფლება, პასუხისმგბელობა ეკისრება პრეზიდენტს. ყველას შეგვიძლია რომ მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ თავს შევიკავებდი რაიმე მოსაზრების გამოთქმისგან მანამ სანამ პრეზიდენტი თავის კომპეტენციას არ გამოიყენებს ან არ განაცხადებს ამის თაობაზე რაიმეს. ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია. ის პასუხს აგებს თავად და პირადად იმაზე რასაც გააკეთებს და არ გააკეთებს. შეწყალების უფლებას თავისი წესი და რიგი აქვს. სხვათაშორის, ეს წესი და რიგი დაირღვა წინა პრეზიდენტის მიერ როდესაც სასამართლო ინსტანციებში საქმის გავლამდე გადაწყვიტა შეწყალების აქტის გამოცემა ერთ-ერთი იმ პირის მიმართ, რომელზეც დღეს საუბრობს, ეს იყო უფლებამოსილების გადამატება და მეტი არაფერი. დარწმუნბეული ვარ, მარგველაშვილი პროცედურებში დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას, ხოლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მიიღებს გადაწყვეტულებას ქვეყნის სასიკეთოდ იმ პრინციპებიდან გამომდინარე რასაც შეწყალების აქტი უნდა ეფუძნებოდეს. შეწყალება გულჩვილობის აქტი არ არის, ეს არის ძალიან მაღალი აქტი პრეზიდენტის მხრიდან როგორც მოქალაქეების მინიჭება, ჯილდოს გადაცემა, ყველაფერს თავისი დასაბუტება სჭრდება”, - განაცხადა უსუფაშვილი
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)