|
2015-09-28 15:35:09, 444 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი სააკაშვილზე: ვისურვებდი უკრაინის ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს, რა პოზიციებს აფიქსირებს მისი მაღალჩინოსანი საქართველოს მიმართ
ვისურვებდი, უკრაინის ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს იმას, თუ რა პოზიციებს აფიქსირებს მისი მაღალჩინოსანი მეგობრული საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. უსუფაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადგილი ისტორიაში, გაიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა ის გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას“. „საინტერესო იქნებოდა მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა მისი პრეზიდენტის ბატონი პეტრო პოროშენკოს მომავალზე და პოლიტიკაზე, ვინაიდან ის დღეს უკრაინის სამსახურშია. მე ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლებამაც ყურადღება მიაქციოს იმას, თუ მისი მაღალჩინოსანი რა პოზიციებს აფიქსირებს მეგობრული საქართველოს მიმართ. საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობას, პარლამენტს, რა თქმა უნდა გვაქვს პრიორიტეტი უკრაინა და მასთან სტრატეგიოული თანამშრომლობის გაგრძელება. მსგავსი გამოხტომები რა თქმა უნდა ხელს არ უწყობს ამ ყველაფერს, თუმცა ვერც იმხელა საფრთხეს უქმნის, რომ ეს ანგარიშგასაწევი იყოს. კარგი იქნება თუ ყურადღებას მიაქცევენ“, - აღნიშნა უსუფაშვილმა. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო მოქმედებებს, როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავად აგებს პასუხს იმაზე, რასაც გააკეთებს, ან არ გააკეთებს. „რაც მისი კომპეტენციის ფარგლებშია, პასუხისმგებლობაც ეკისრება პრეზიდენტს. ჩვენ ყველას შეიძლება გვქონდეს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ მე თავს შევიკავებდი რაიმე მოსაზრების გამოთქმისგან მანამ, სანამ პრეზიდენტი თავის კომპეტენციას არ გამოიყენებს ან განაცხადებს რაიმეს ამის თაობაზე. ეს არი იქნება სწორი ჩემი მხრიდან, ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია და ის პასუხს აგებს თავად იმაზეც რასაც გააკეთებს და იმაზეც, რასაც არ გააკეთებს. მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ შეწყალების უფლებას თავისი წესი და რიგი აქვს და სხვათაშორის ეს წესი და რიგიც დაირღვა წინა პრეზიდენტის მიერ, როდესაც სასამართლო ინსტანციებში საქმის გავლამდე გადაწყვიტა შეწყალების აქტის გამოცემა ერთ-ერთი იმ პირის მიმართ რომელზეც დღეს საუბრობს. ეს იყო უფლებამოსილების გადამეტება და მეტი არაფერი. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი მარგველაშვილი პროცედურებში დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას, ხოლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის სასიკეთოდ, კონსტიტუციის ფარგლებში და იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რასაც უნდა ეფუძნებოდეს შეწყალების აქტი. შეწყალება ეს არ არის გულჩვილობის აქტი, ეს არის ძალიან მაღალი აქტი პრეზიდენტის მხრიდან, როგორც მოქალაქეობის მინიჭება, ჯილდოს გადაცემა და სხვა აქტები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ექს პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადგილი ისტორიაში, გაიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა ის გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას. ამის შესახებ სააკაშვილმა „რუსთავი 2”-თან საუბარში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, მერაბიშვილმა, ახალაიამ და უგულავამ „წარმოუდგენელი რამ“ გააკეთეს ქართული სახელმწიფოებრიობისათვის. „კონკრეტულად, პრეზიდენტ მარგველაშვილის ადგილი შემდგომ ისტორიაში, შემდგომ ქართულ პოლიტიკაში - ჩემი აზრით, მე არც მისი მრჩეველი ვარ, არც სხვა ურთიერთობები მაკავშირებს, ერთადერთი იმით გაიზობემა, შეიწყალებს თუ არა იმ სამ ადამიანს, ვინც წარმოუდგენელი რამ გააკეთა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. ადამიანი, რომელმაც შექმნა ქართული სამხედრო წარმოება; ადამიანი, რომელმაც შექმნა ქართული პოლიცია, ააშენა რაბათი; ადამიანი, რომელმაც ააშენა თბილისში უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ მერს აუშენებია - ამ სამ ადამიანზე ვლაპარაკობ - გიგი, ვანო და ბაჩო. კრიტერიუმი, მარგველაშვილის ქმედების და წესიერების განმსაზღვრელი იქნება, თუ ის ამ შეწყალებას ხელს მოაწერს“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის გიგი უგულავას 24 საათიანი გათავისუფლების შემდგომ ესაუბრა და უთხრა, რომ მას მეორე დღესვე „ჩასვამდნენ“. „მე იქვე ვუთხარი გიგის, რომ მეორე დღესვე „ჩასვამდნენ“ . გიგი უკეთესი წარმოდგენის იყო იმ გაფუჭებულ ხალხზე, მე უფრო რეალისტურად ვუყურებ“,-დასძინა სააკაშვილმა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)