05:53 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 15:11:18, 402 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ვის სურს პარლამენტში დარჩენა და ვინ იმსახურებას,ამაზე ჯობდა საგანელიძეს მაშინ ესაუბრა, როცა ლიდერი იყო

„ვის სურს პარლამენტში დარჩენა და ვინ იმსახურებს, ამაზე ჯობდა ბატონ დავითს მაშინ ესაუბრა, როცა ლიდერი იყო“,-ამის შესახებ საქართველოს პარკლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მოქმედი ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც პარლამენტში ბევრია ისეთი, რომლის ადგილიც საკანონმდებლო ორგანოში არ არის.

უსუფაშვილის თქმით, დავით საგანელიძისთვის ახლა ამ საკითხზე საუბარი უფრო მარტივია.

„საქართველოში არის სამ მილიონზე მეტი მოქალაქე, პარლამენტში კი, 150 ადგილია. რაც შეეხება ვის სურს პარლამენტში დარჩენა, ვის იმსახურებს და ვის აღარ უნდა პარლამენტში დარჩენა, ამაზე ჯობდა ბატონ დავითს მაშინ ესაუბრა, როცა უმრავლესობის ლიდერი იყო და მაშინ გაერკვია ეს თემები. ახლა მარტივია მისთვის ამ თემებზე საუბარი. თავად მე, როდესაც ამ თემაზე ვისაუბრე, შეგახსენეთ, მე ვთქვი არა ის, რომ ვინმე მეტია პარლამენტში, არამედ ვთქვი ის, რომ ვიღაცა ნაკლებია პარლამენტში და მინდა ვისურვო მეტი პროფესიონალი იურისპროდენციის, ეკონომიკის დარგებში, იმიტომ, რომ ჩვენი კანონშემოქმედების 80-90% ამ სფეროებს უკავშირდება. ამასთანავე, მე არაერთხელ განვმარტე, რომ საქარათველოს არცერთ უმაღლესი სასწავლებელი არ იძლევა დიპლომს, რომელშიც წერია პარლამენტარი, ასეთ დიპლომს არ იძლევა არც ერთი უცხოური სასწავლებელიც. ყველა პარლამენტში არიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ამიტომ მნიშვნელოვანი ის კი არაა ვინ რას აკეთებდა პარლამენტში შემოსვლამდე, მნიშვნელოვანი ისაა, მოსვლის მერე ვინ რას ვაკეთებთ“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics