|
2020-12-10 09:19:42, 1266 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - თუ რამეს მივაღწიეთ ამ 3-კვირიანი შეზღუდვებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ
„თუ რამეს მივაღწიეთ ამ 3-კვირიანი შეზღუდვებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ ყოველკვირეულად გაკეთდება კვირის შეფასება ეპიდსიტუაციის, ტესტირების, მდგომარეობის სამკურნალო ქსელში და შესაბამისად, მიიღება გადაწყვეტილებები. „გავაკეთეთ რეზიუმე, შეზღუდვების დაწესების შემდეგ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარების, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს. ჯერ ცოტა ნაადრევია შეფასება, შეზღუდვების დაწესების შემდეგ გვაქვს უკვე რამე შედეგები, თუ არ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 5-6 დღეა უკვე მკვეთრად გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. გუშინ, 24 საათში, დაახლოებით 21 000 ტესტი ჩატარდა ქვეყანაში და ჯერჯერობით, ინფიცირების რიცხვი მერყეობს ისევ, შაბათ-კვირას დაახლოებით 3 500-ის ფარგლებში, დღეს და გუშინ გვაქვს 4 000-დან 5 000-ის ფარგლებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)