|
2020-12-04 14:21:00, 911 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ნარინჯისფერი რთველი აქტიურად მიმდინარეობს - ექსპორტირებულია 7000 ტონა მანდარინი
ნარინჯისფერი რთველი აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს. აჭარიდან უკვე ექსპორტირებულია 7000 ტონა სტანდარტული მანდარინი. დღეს ბათუმის პორტიდან გემი ''კაუნასით'' 300 ტონა ციტრუსის გადაზიდვა განხორციელდა. თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ბათუმის პორტში ექსპორტის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო. წელს პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც მაღალ საბაზრო ფასს განაპირობებს. „აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი, როგორც ექსპორტი, ასევე რეალიზაცია. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ და ადგილზე გავეცანით მიმდინარე ექსპორტის პროცედურას. ბორანის მეშვეობით, კვირაში 2-ჯერ ექსპორტზე გადის დაახლოებით 300 ტონაზე მეტი ციტრუსი. დღემდე, უკვე ექსპორტირებულია 7 000 ტონაზე მეტი მანდარინი აჭარიდან და დაახლოებით, 40 000 -ზე მეტი ტონა ციტრუსის ექსპორტი იგეგმება წლის განმავლობაში. განსაკუთრები მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის მიმდინარე დამუშავების ოპერაცია, რომელიც ექსპორტისთვის არის საჭირო ხორციელდებოდეს უსწრაფესად, არცერთ ექსპორტიორს არ ჰქონდეს მნიშვნელოვანი შეფერხება. ეს მთლიანი ჯაჭვი უნდა იყოს ეფექტური, უნდა იყოს სწრაფი, რომ ყველამ ფერმერმა შეძლოს დაგეგმილი შემოსავლების მიღება. ამისთვის გაკეთდება ყველაფერი '', - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)