|
2020-12-04 12:56:17, 1089 ნახვა
ომი უკრაინაში
პუნქტების რაოდენობა, სადაც კორონავირუსზე ტესტირების ჩატარებაა შესაძლებელი, შესაძლოა გაიზარდოს
პუნქტების რაოდენობა, სადაც შეიძლება კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდეს, შესაძლოა გაიზარდოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა აფთიაქებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებშიც ჩატარდეს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. „აფთიაქების დამატება არ არის გამორიცხული, ტესტირების აღებისთვის შესაბამისი სივრცეა საჭირო. თუ ვნახავთ, რომ კლინიკები საკმარისი არ არის, შესაძლოა ესეც განხილული იყოს. აფთიაქში უნდა იყოს საშუალება, რომ იქ გამოიყოს ტესტირებისთვის სპეციალური სივრცე. ვფიქრობ, რომ თუ თბილისის მასშტაბით 40 ამბულატორია არ იქნება საკმარისი, შეიძლება ეს გადაწყვეტილება მივიღოთ. გარდა ამისა, შესაძლოა გამოყენებული იყოს სტომატოლოგიური კლინიკებიც“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)