|
2020-12-04 12:22:03, 1136 ნახვა
ომი უკრაინაში
ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილ 31 წლის კოვიდინფიცირებულ ქალს, თანმხლები დაავადებები არ ჰქონია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბათუმში საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილ კოვიდინფიცირებულ ქალს, თანმხლები დაავადებები არ ჰქონია. მისი თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი უწყებების მხრიდან. „ჯანდაცვის სამინისტრო სწავლობს შემთხვევას. სამწუხაროა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხდება გარდაცვალება, მაქვს ორსულობა მხედველობაში. ის ინფორმაცია, რომელიც კლინიკიდან გვაქვს მიუთითებს, რომ ეტაპები, რომელიც გაიარა პაციენტმა, იყო ის ეტაპები, რომელიც რეალურად პროტოკოლით არის გათვალისწინებული. უფრო ჩაღრმავებულ ანალიზს გავაკეთებთ, გარდაცვალება უკავშირდება ფილტვის მძიმე დაზიანებას. კონკრეტულ შემთხვევაში ქალბატონს თანმხლები დაავადება და სხვა მიზეზი, რასაც შესაძლოა გამოწვია მდგომარეობის გაუარესება არ ფიქსირდება. ჩატარდება შემთხვევის ღრმა ანალიზი“, - განაცხადა თამარ გაბუნია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)