|
2020-12-04 12:08:24, 660 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - ანტიგენით ტესტირებულებიდან კორონავირუსის 1 400 შემთხვევა გამოვლინდა
გუშინ ანტიგენით ტესტირებულთა შორის კორონავირუსის 1400 შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, დადასტურებული პირები უნდა დარჩნენ ბინაზე, მათ დაუკავშირდებათ ოჯახის ექიმი ისევე, როგორც ეს ხდება სხვა შემთხვევაში. „გუშინ იყო პირველი დღე, როცა დავიწყეთ გაფართოებული ტესტირება. ანტიგენით ტესტირებულთა შორის დადასტურდა 1400 შემთხვევა. ანტიგენით ტესტირებას ექვემდებარებიან ის პირები, ვისაც აქვს სიმპტომები და ტესტის არის მაღალი ხარისხის. დადასტურებული პირები უნდა დარჩნენ ბინაზე, მათ დაუკავშირდებათ ოჯახის ექიმი ისევე, როგორც ეს ხდება სხვა შემთხვევაში. სწრაფად იგებს დღეს პასუხს პაციენტი და ხშირ შემთხვევაში უჩნდება იქვე შეკითხვა, რომ როგორ უნდა მოიქცეს. 112-ში არ არის დარეკვა საჭირო, მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმთან კომუნიკაცია. 112-ს ვურეკვათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მდგომაროება არის მძიმე, გართულებული“, - განაცხადა გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)